ექსპერიმენტები

Super User

Super User

გაზეთი ”24 საათი” 2013 წ. 3 მარტი 

ავტორი: ია ვეკუა

2013 წლის 3 მარტს, ქალაქ თბილისში ბახტრიონის წიგნის სახლში გაიმართა გიზო ვაშაკიძის  წიგნის პრეზენტაცია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ; მწერლები, პოეტები, მხატვრები, მეცნიერებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. 

პრეზენტაცია გაშუქებული იყო მასმედიის საშუალებით. მათ შორის, აღსანიშნავია გაზეთი ''24 საათი'' საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემა. მასში შუქდება მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.

2013 წლის 28 თებერვლის პირველი გვერდი ასევე დაეთმო მნიშვნელოვან მოვლენებს; აქ ვხედავთ სტატიებს სათაურით: ''მეგობრობაში დარწმუნებული ქვეყნები'' ფოტოზე საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები. შემდეგი ფოტო ასახავს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის შეხვედრას ბერლინში. მომდევნო სტატია მიეძღვნა დოქტორ გიზო ვაშაკიძის მოღვაწეობას, მისი წიგნების პრეზენტაციას.  

 

 

შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:02

ექსპერიმენტი # 7

ვიდეოში მოდელირებულია ე.წ. ობოლი პლანეტის (ანუ პლანეტის რომელიც მოძრაობს ვარსკვლავთაშორის სივრცეში) მოძრაობა, მის გარშემო მოძრავ თანამგზავრებთთან ერთად. მოძრაობისას იხაზება ერთ-ერთი თანამგზავრის ტრაექტორია. ვიდეოს დასრულებისას დააკვირდით ბოლო სურათს. ჩვენს წინაშეა სპირალის ფიგურა, და ციური სხეული. ასევე შეგიძლიათ სპირალში დაიტანოთ  მიმართულების ნიშანი. 

იმის ნიშნად თუ რა მიმართულებითა მოძრაობს ციური სხეული ანუ ცენტრიდან პერიფერიისკენ. მიღებული სურათი შეადარეთ ''ფესტოსის დისკოზე'' აღნიშნულ ნახატს. თანხვედრა აშკარაა, ორივეზე ვხედავთ სპირალის ფიგურას, ციურ სხეულს და მოძრაობის მიმართულების ნიშანს, ანუ ვხაზავთ რა ციურ სხეულს და მის თნამგზავრის ტრაექტორიას ვიღებთ ფესტოსის დისკოს ფრაგმენტს. თეორიას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნებში ''ციური ექსპრესი'' და ''ფესტოსის დისკო გზავნილი გალაქტიკიდან''. სადაც ავტორის აზრით დედამიწაზე არსებულ უძველეს ხელნაწერებში მრავლად ვხვდებით უცხო ცივილიზაციების ექსპედიციების მოგზაურობის ამსახველ ინფორმაციებს. 

სურათზე წარმოდგენილია ობოლი პლანეტა და მისი თანამგზავრის ტრაექტორიები. ასევე ფესტოსის დისკო.

 

შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:01

ექსპერიმენტები #6

ავტორის მიერ აწყობილი იქნა საბუს დისკის მაკეტი რეალურ ზომებში. ექსპერიმენტში საბუს მაკეტი მოძრაობს ღერძზე, ზევით ქვევით რის შედეგადაც ცხელი წყლისგან მიიღება ორთქლი, სწრაფად, მოხერხებულად და დისტანცირებულად რაც აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. ფარაონის შვილ საბუს და მის ოჯახის წევრებს, შეეძლოთ ეს დისკი გამოეყენებინათ ორთქლის მისაღებად, რაც თავის მხრივ გამოიყენება ჰიგიენური დანიშნულებისა და მკურნალობისთვის. ვრცლად იხილეთ წიგნი ''საბუს დისკი ორთქლის მანქანა'' .

სურათზე წარმოდგენილია საბუს დისკი, დისკის მაკეტით ჩტარებული ექსპერიმენტი. 

 

შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:01

ექსპერიმენტები #5

საქართველოს უძველესი მხარეები - თუშეთი და ხევსურეთი - კავკასიონის მთავარ ქედზეა განლაგებული, მრავალი ასეული წელია ეს მხარე ინახავს საიდუმლო შინაარსის ნახაზებს, რომლებიც ქვებზეა ამოკვეთილი. მოხატული ქვები ციხე-კოშკებსა და საცხოვრებელ ნაგებობებშია ჩაშენებული. აღნიშნული ნახაზები ქვებზე რამდენიმე ათასი წლის წინათაა დატანილი. ანალოგიური ნახაზები მოკვლეულია რუსეთში, თურქეთში, ესპანეთში, იტალიაში, აფრიკაში,სამხრეთ და ჩრდილო ამერიკაში… აქედან გამომდინარე, ნახაზების გაშიფვრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ხაზვის სისტემის ''გასაღების'' მიგნება ფარდას ახდის ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კონტინენტზე არსებული ანალოგიური ნახაზების შინაარსს.

საქართველოში არსებული ერთ-ერთი ქვის ნახაზიდან ავტორმა ააწყო ანტენა. სახლის სახურავზე, თბილისში დამონტაჟებულმა ანტენამ  აშკარად გამოავლინა მიმღების თვისება, დაიჭირა ყველა სატელევიზიო არხი, რის ტრანსლირებასაც ახდენს ჩვენი ანძა.

 

იხილეთ წიგნი ''ციური ექსპრესი''

 

 

შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:00

ექსპერიმენტი #4

ლაბორატორიული ცდის დროს იგივე ანუ მეორე კონსტრუქციით დადგინდა წითელი პირამიდის (სნეფრუს მეორე პირამიდა) დანიშნულება. კერძოდ ავტორის აზრით, ეგვიპტელები სნეფრუს წითელი პირამიდის მეშვეობით ცდილობდნენ ქვიშოვანი ქარიშხლის ხელისშემწყობ ტემპერატურული განაწილების შექმნას. კერძოდ, ცხელი ცენტრი (წითელი პირამიდა), ცივი გარემო. ვრცლად იხილეთ წიგნი ''პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისთვის'' (მეორე და მესამე რედაქციით). სურათზე წარმოდგენილია ქვიშოვანი ქარიშხლის მოძრაობის ნახაზები.

შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:00

ექსპერიმენტი #3

ავტორის მიერ შექმნილი იქნა მეორე კონსტრუქცია რომელმაც ლაბორატორიულ პირობებში ტორნადოს ტიპის ჰაერის მოძრაობის მიღების საშუალება მოგვცა.  ვრცლად იხილეთ წიგნში ''პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისთვის'' (მეორე და მესამე რედაქციით)

სურათზე წარმოდგენილია ლაბორატორიულ პირობებში მიღებული ტორნადო მსგავსი ჰაერის მოძრაობა.

 

შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 10:59

ექსპერიმენტი #2

იგივე ანუ პირველი კონსტრუქციით ჩატარებული ექსპერიმენტი გვაძლევს საშუალებას, დავრწმუნდეთ იმაში, თუ რატომ აშენდა გიზას პირამიდები ერთმანეთის მიმართ წიბოებით. ასეთი განლაგებისას პირამიდებიდან არეკლილი მზის სხივები არ ეცემა მეზობელ პირამიდას. ამით სამივე პირამიდა ინარჩუნებს სიცივეს, რაც ხელს უწყობს მკვეთრი ტემპერატურული ნახტომის შენარჩუნებას განლაგებით ცივი ცენტრი (პირამიდა), ცხელი გარემო. ტემპერატურის ასეთი განაწილება ხელს უწყობს იმდაგვარი სპეციფიური ფორმის ღრუბლის ჩამოყალიბებას, რომელიც თავის მხრივ  ტორნადოს ჩამოყალიბების მასტიმულირებელია.

თუკი მშენებლები პირამიდებს ერთმანეთის მიმართ გვერდიგვერდ დადგავდნენ, მაშინ ერთი პირამიდიდან არეკლილი სხივი მეორეს მიანათებდა და გაათბობდა მას, ეს კი ავტორის აზრით არ შედიოდა ეგვიპტელთა გეგმაში. ვრცლად იხილეთ წიგნი ''პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისთვის'' (მეორე და მესამე რედაქციით).

1. სურათზე წარმოდგენილია, რეალობაში არსებული გიზას პირამიდის კედლებიდან არეკლილი შუადღის მზის სხივების პირობითი სქემა.

2. მეორე სურათზე წარმოდგენილია გიზას პირამიდების ხელოვნური გადაადგილების შედეგად მიღებული სურათი

 

 

პირველი კონსტრუქცია წარმოადგენს გიზას პირამიდების მინი მოდელს და მის თავზე მოძრავ მზის ხელოვნური სხივს.  პირამიდები სარკისგანაა დამზადებული, რაც იძლევა საშუალებას კარგად დავინახოთ ის რომ 52 გრადუსით დახრილი პირამიდის კედელი აირეკლავს შუადღის მზის სხივს პირამიდის გარე ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე პირდაპირ დაცემულ მზის სხივთან ერთად, არეკლილი მზის სხივი ქმნის ჯამურ რადიაციას. ამით იქმნება მკვეთრი ტემპერატურული ნახტომი განლაგებით ცივი ცენტრი (პირამიდა) - ცხელი გარემო. ტემპერატურის ასეთი განაწილება ხელს უწყობს იმდაგვარი სპეციფიური ფორმის ღრუბლის ჩამოყალიბებას, რომელიც თავის მხრივ  ტორნადოს ჩამოყალიბების მასტიმულირებელია.

ექსპერიმენტის დროს ხდება შუქის ჩაქრობა, რადგან კარგად გამოჩნდეს თუ როგორ ეფინება პირამიდიდან არეკლილი მზის სხივები გარე ტერიტორიას.

ვრცლად იხილეთ წიგნი ''პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისთვის'' (მეორე და მესამე რედაქციით)

სურათზე წარმოდგენილია პირველი კონსტრუქცია.

 

შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 10:29

პეიზაჟები

ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 13:54

აბსტრაქცია

  • წინა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • შემდეგი
  • გვერდი 1/ 4-დან
    წიგნები

    საკონტაქტო ინფორმაცია

    • წყნეთის ქ.6, ბინა 28, ქ. თბილისი, საქართველო
    • + 995 599967386
    • gizo_vashakidze@yahoo.com