რა იხილა იოანე მოციქულმა გამოცხადებაში

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი), საიდუმლოებით აღსავსე წერილია. "მასში რამდენიც სიტყვაა, იმდენივე საიდუმლოა"-ო, ამბობდა წმ. ბასილი დიდი. ბოლო ჟამს, როდესაც "მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა" (დან. 12:4), წინასწარმეტყველებებს მოეხსნებათ იდუმალების ბეჭედი. თვით დრო-ჟამი გამოაჩენს წინასწარმეტყველებათა შინაარსს. 

წარმოდგენილ ნაშრომში შეგიძლიათ გაეცნოთ იოანეს  გამოცხადების მეხუთე და მეექვსე საყვირთა განმარტებებს. რომელიც ღვთის ნებით განიმარტა და გავრცელდა ქრისტიანთა შორის.

მეშვიდე საყვირი

წიგნში ''მეშვიდე საყვირი'' ავტორი გვთავაზობს 2000 წლის წინ შექმნილი ქრისტიანული ხელნაწერების განმარტებას. კერძოდ, იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსის) იმ ნაწილის განმარტებას, სადაც აღწერილია დღევანდელი ეპოქაში მიმდინარე პროცესები - ჩვენი ცივილიზაციის ტექნოლოგიურ ეპოქაში შესვლა და ერაყ ქუვეითის ომი, რომელიც 1991 წელს წარიმართა. 

საბუს დისკი – ორთქლის მანქანა

1936 წელს ინგლისელმა ეგვიპტოლოგმა ვოლტერ ბრაიანმა ეგვიპტეში მიაკვლია სამარხს, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა უცნაური ფორმის დისკი. სამარხი ეკუთვნოდა ფარაონ ანეჯიბას შვილს - საბუს. დისკი თარიღდება ჩვ. წელთ აღრიცხვამდე 3100-3000 წლით.

დისკი ამჟამად ინახება ქაიროს მუზეუმში (ეგვიპტე). საბუს დისკის დანიშნულების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მკვლევართა ნაწილმა იგი ლოტოსის ფორმის ვაზას მიამსგავსა; ზოგისთვს იგი რიტუალური მიზნით გამოსაყენებელი ურელია; ზოგი კი მას მანათობელი ლამპის ფეხს ამსგავსებს.  

დოქტორი გიზო ვაშაკიძის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა განსხვავებული  შედეგი გამოიღო. ექსპერიმენტში გამოყენებულმა ანალოგიურმა დისკმა გამოავლინა მეტად საინტერესო თვისება - ცხელი წყლისგან ორთქლის გაფრქვევა სივრცეში, მოხერხებულად, სწრაფად და დისტანცირებულად. ნაშრომში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ექსპერიმენტის შედეგებს.   

საბუს დისკი – ორთქლის მანქანა

მრგვალი სამკუთხედი

ყოველივე, რასაც ვხედავთ და განვიცდით, ცხოვრებაა და, ლიტერატურა კი ცხოვრებას მისი უცნობი მხრიდან უყურებს: ხომ შეიძლება ის სხვანაირი ყოფილიყო? შესაძლებელსა და შეუძლებელს (მიუწვდომელს, მოუხელთებელს, გაუცნობიერებ-ელს) შორის ჭიდილში მდიდარი წარმოსახვით ჩართულ ადამიანს კი (მით უფრო, თუ ის ხელოვანია -  წერს, ან ხატავს ან ორივე ერთად), ხშირად სრულიად ახალი სივრცეები ეხსნება და ”აქ” დარჩენილთათვის ეს საუცხოო სინამდვილეა - ფანტას-მაგორია, პოეტური სახელით - სიგიჟე. 

გიზო ვაშაკიძის მოთხრობებში ეს უცხო სამყარო თვალისმომჭრელად გამოიყურება - ჯერ თხრობის ექსპრესია გიზიდავს მასში, მერე თემატიკის ბიბლიური სურნელება, თითქოს პირველყოფილ, რაღაც პირველქმნად აქტთან თუ საგანთან შეხება, რომელიც საკუთარ თავში უამრავ კითხვას დაგასმევინებს და ამ ავტო-დიალოგში შესაძლოა შენი ახალი ”მეორეც” აღმოაჩინო... ეს კი დამეთანხმება მკითხველი, ყველაზე ჟრუანტელიანი განცდაა, ყველაზე ნამდვილი და ღირსეული განცდა ჩვენს ადამიანადყოფნის ისტორიაში -იპოვო საკუთარი თავის თუნდაც ერთი ნაწილი, როგორც ახალი ვარსკვლავი უსასრულო გალაქტიკაში. იპოვო და განაგრძო გზა დანარჩენი მთელისკენ...ამ მოთხრობების მოელვარე ენერგია ამ გზისკენაც გიბიძგებთ.

ნინო სადღობელაშვილი

წიგნის პრეზენტაციის (2013 წლის 3 მარტი) ვიდეოვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://www.youtube.com/watch?v=JYwMkH1Quxs&feature=youtu.be

მრგვალი სამკუთხედი

პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის (რუსულად)

წიგნში აღწერილია ეგვიპტური პირამიდების დანიშნულება. ავტორის აზრით, ეგვიპტელები პირამიდების მეშვეობით ხელს უწყობდნენ ქვიშოვანი ქარიშხლისა და ტორნადოს გენერაციას, და ამას აკეთებდნენ რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე. კერძოდ, ეგვიპტელები თვლიდნენ რომ ტორნადო უზრუნველყოფდა გარდაცვლილი ფარაონის სულის აყვანას ცაში, ხოლო ქვიშოვანი ქარიშხალი უზრუნველყოფდა ფარაონის სულის დაბრუნებას ფარაონის სხეულში. 

წიგნში ასევე წარმოდგენილია აღნიშნული თეორიის მიხედვით  ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები, სადაც პირამიდის მაკეტის თავზე მიღებული იქნა ტორნადოსა და ქვიშოვანი ქარიშხლის მსგავსი ჰაერის მოძრაობა. 

ავტორის მიერ პირამიდის ტექსტებში მიგნებულ იქნა ტორნადოს საწყისი ფაზის ჩანახატი. ტორნადოს საწყისი ფაზის ფიგურა პირამიდის ფიგურის მახლობლად იქნა ნაპოვნი რაც პირამიდის და ტორნადოს ურთიერთკავშირზე მიგვითითებს. 

პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის (რუსულად)
წიგნები

საკონტაქტო ინფორმაცია

  • წყნეთის ქ.6, ბინა 28, ქ. თბილისი, საქართველო
  • + 995 599967386
  • gizo_vashakidze@yahoo.com