წიგნები

 

ეგვიპტური პირამიდების დანიშნულების შესახებ, არსებული მრავალი თეორიის მიუხედავად, წარმოდგენილი მონოგრაფიის ავტორი გვთავაზობს, ახალ და საფუძვლიან თეორიას პირამიდების დანიშნულების შესახებ. თავისი თეორიის დამადასატურებლად ავტორი წარმატებით იყენებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში დაგროვილ ცოდნას. როგორიცაა: ძველი ეგვიპტის ისტორია, თეოლოგია, მეტეოროლოგია,იეროგლიფური დამწერლობა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების ლაბორატორიული მოდელირება. ავტორი იყენებს ძველი ეგვიპტის ისტორიაში არსებულ ინფორმაციას ამ პერიოდში ნოტიო კლიმატის არსებობის შესახებ და თვალნათლივ გვაჩვენებს ამ რეგიონში ისტორიულ წარსულში ტორნადოს წარმოქმნის რეალურ შესაძლებლობას. გრანდიოზული და მაშტაბური ბუნებრივი მოვლენას, ტორნადოს ახასიათებს ჰაერის ძლიერი აღმავალი დინება, ვერტიკალურად ცისკენ. ავტორის აზრით, ეგვიპტელებმა ტორნადო ჩათვალეს სულების ცაში ამყვან მოვლენად. 

ეგვიპტელმა მეცნიერებმა შეისწავლეს რელიეფის ტიპი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს და სტიმული მისცეს  ტორნადოს ხელისშემწყობ პროცესს ატმოსფეროში. და, პირამიდის სახით შექმნეს შენობა, რომელმაც გაითავისა ორი დანიშნულება; სამარხი, რომელიც უზრუნველყოფდა ფარაონის სულის ასვლას ცაში, ეგვიპტელთა ღვთაება ''რა''-სთან.

ავტორი თვალნათლივ გვიჩვენებს რომ ხელოვნურად შექმნილი კლდე ანუ თეთრი ფერის პირამიდა, მისი პირვანდელი სახით, ქმნიდა მკვეთრ ტემპერატურულ ნახტომს განლაგებით; ცივი ცენტრი (პირამიდა) – ცხელი გარემო. აღნიშნული ტემპერატურული სხვაობა, ხელს უწყობს სპეციფიური ღრუბლის ჩამოყალიბებას, ამ ფორმის ღრუბელი, ტორნადოს ჩამოყალიბებისთვის საჭირო სხვა პირობებთან ერთად თამაშობს მნიშვნელოვან როლს ტორნადოს სრული გენერაციის პროცესში. 

მონოგრაფიაში წარმოდგენილია ორიგინალური ლაბორატორიული ცდები აღნიშნული თეორიის მხარდასაჭერად. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ასევე ე.წ.  პირამიდის ტექსტი, სადაც ავტორი გვთავაზობს ეგვიპტელთა მიერ გაკეთებულ იეროგლიფურ ჩანაწერებს, აღნიშნულ ფიგურებში აშკარად ჩანს პირამიდის ფიგურის გვერდით ტორნადოს საწყისი ფაზის ჩანახატი. 

მონოგრაფია ძირითადად ეფუძნება საფუძვლიან სამეცნიერო ფაქტებს, ისტორიულ  მონაცემებსა და ლაბორატორიულ  დასკვნებს.  მონოგრაფიაში გაეცნობით ცნობილ მეცნიერთა რეცენზიებსაც. 

 

წიგნები

საკონტაქტო ინფორმაცია

  • წყნეთის ქ.6, ბინა 28, ქ. თბილისი, საქართველო
  • + 995 599967386
  • gizo_vashakidze@yahoo.com