საიტის შესახებ

 

საიტზე წარმოდგენილია გეოგრაფიის დოქტორის გიზო ვაშაკიძის სამეცნიერო შრომები და ფერწერული ტილოები. სამეცნიერო ნაშრომები წარმოდგენილია პოპულარულ ენაზე და გათვლილია მკითხველთა ფართო აუდიტორიაზე. თემატიკა მრავალფეროვანია: უძველესი ცივილიზაციები; ტორნადო და ქვიშოვანი ქარიშხალი; გიზას პირამიდების დანიშნულება; იეროგლიფები; ძველ ეგვიპტელთა რელიგია და მეტეოროლოგიური მოვლენები; მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული პიქტოგრამების განმარტება;  უცხო ცივილიზაციის ექსპედიციები დედამიწაზე; ფესტოსის დისკო; ობოლი პლანეტების ტრაექტორიების აღწერილობა პიქტოგრამებზე; საბუს დისკის დანიშნულება; იოანეს გამოცხადების განმარტება (აპოკალიფსი); ექსპერიმენტები; ფერწერა; გამოფენები; რეცენზიები; კატალოგები; მედია სივრცე; ძველი ცივილიზაციები და სხვ.                          

 

ავტორის შესახებ

დ-რი გიზო ვაშაკიძე დაიბადა ქ. თბილისში. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის კათედრაზე. არის ექვსი სამეცნიერო მონოგრაფიის და რვა სტატიის ავტორი. ამჟამად ხელმძღვანელობს ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან არსებულ გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტში ცივილიზაციათა ეკოლოგიის განყოფილებას. 

არის ამერიკის მეტეოროლოგიური საზოგადოების წევრი.

მისი გატაცებაა ხატვა. მისი ფერწერული ტილოები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. მონაწილეობდა გამოფენებში: თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, ნიუ-იორკსა და სხვ. 

 

წიგნები

საკონტაქტო ინფორმაცია

  • წყნეთის ქ.6, ბინა 28, ქ. თბილისი, საქართველო
  • + 995 599967386
  • gizo_vashakidze@yahoo.com