დაბეჭდვა
კატეგორია: წიგნები
გადასვლები: 6535

 

ყოველივე, რასაც ვხედავთ და განვიცდით, ცხოვრებაა და, ლიტერატურა კი ცხოვრებას მისი უცნობი მხრიდან უყურებს: ხომ შეიძლება ის სხვანაირი ყოფილიყო? შესაძლებელსა და შეუძლებელს (მიუწვდომელს, მოუხელთებელს, გაუცნობიერებ-ელს) შორის ჭიდილში მდიდარი წარმოსახვით ჩართულ ადამიანს კი (მით უფრო, თუ ის ხელოვანია -  წერს, ან ხატავს ან ორივე ერთად), ხშირად სრულიად ახალი სივრცეები ეხსნება და ”აქ” დარჩენილთათვის ეს საუცხოო სინამდვილეა - ფანტას-მაგორია, პოეტური სახელით - სიგიჟე. 

გიზო ვაშაკიძის მოთხრობებში ეს უცხო სამყარო თვალისმომჭრელად გამოიყურება - ჯერ თხრობის ექსპრესია გიზიდავს მასში, მერე თემატიკის ბიბლიური სურნელება, თითქოს პირველყოფილ, რაღაც პირველქმნად აქტთან თუ საგანთან შეხება, რომელიც საკუთარ თავში უამრავ კითხვას დაგასმევინებს და ამ ავტო-დიალოგში შესაძლოა შენი ახალი ”მეორეც” აღმოაჩინო... ეს კი დამეთანხმება მკითხველი, ყველაზე ჟრუანტელიანი განცდაა, ყველაზე ნამდვილი და ღირსეული განცდა ჩვენს ადამიანადყოფნის ისტორიაში -იპოვო საკუთარი თავის თუნდაც ერთი ნაწილი, როგორც ახალი ვარსკვლავი უსასრულო გალაქტიკაში. იპოვო და განაგრძო გზა დანარჩენი მთელისკენ...ამ მოთხრობების მოელვარე ენერგია ამ გზისკენაც გიბიძგებთ.

ნინო სადღობელაშვილი

წიგნის პრეზენტაციის (2013 წლის 3 მარტი) ვიდეოვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://www.youtube.com/watch?v=JYwMkH1Quxs&feature=youtu.be